Friday, July 6, 2012

სტუმრად ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმში / the visit at a name Ilia Chavchavadze in Сагурамо



ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმში პირველად ბავშვობისას, 1959 წელს, სოფელ ნიგოითის  სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად გახლდით 

რა თქმა უნდა, რიდითა და ცნობისმოყვარეობით შევაბიჯე მაშინდელი სახლ-მუზეუმის შემოგარენში.   გათავისებული მქონდა ის, რომ ილია ჭავჭავაძე ქართველთა მოამაგე და დიდი ქართველი  მწერალი გახლდათ. რა თქმა უნდა, მისი ლექსისგაზაფხულისბოლო სტროფს საგულდაგულოდ დავტრიალებდი გონებაში:  
აყვავებულა მდელო,

აყვავებულან მთები;

მამულო საყვარელო,

შენ როსღა აყვავდები?

და როცა სახლ-მუზეუმის მოვლის შემდეგ, ბაღში, იქ მომუშავე გლეხურად ჩაცმულმა ასაკოვანმა, თვალებცუღლუტა კაცმა რამდენიმე ბავშვი, თითქოსდა გაგვინაპირა და დაბალ ხმაზე გაგვანდო:

- ილია თქვენ მართლა ეგეთი სანქებო კაცი არ გეგონოთ, ბატონი იყო, ყმები ყავდა და აქაურ გლეხობას ავიწროებდა

გავოცდი, უსიამონო განწყობა დამეუფლა, იმ კაცს უნდოდ შევხედე და იქაურობას გავერიდეარ ვიცი, მისი ეს საქციელი რა მოტივით იყო განპირობებული; რას, ან ვის ემსახურებოდა, მაგრამ ის შემთხვევა რომ გამახსენდება დღემდე უსიამოვნო განცდა მეუფლება… (თითქოსდა, ეს ყოფა, კვლავ საგანგებოდ ანთხევს გესლს ჩემს წინაშე და იმას ეიმედა, ჩემი ყმაწვილური სიალალე, მის შხამს ბრმად გაუსინჯავს გემოს…) ეჭვგარეშეა, დიდ მოაზროვნესა და მამულიშვილს ყოფითი რიარია, ზოგჯერ ალბათ თავისებურად მოპირავდა; ერთი პირობა, მოსაკითხს, ალბათ მკაცრადაც მოჰკითხავდა, მაგრამ ქვეყნისთვის თავდადებულს, მსგავსი ჩაძიება და კაცთა სასიკეთოდ წვრთნა ცოდვად არ უნდა ავკიდოთშესაძლოა, ახლა, როცა ილია ჭავჭავაძე ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი, ჩემი ნაუბარი ვინმეს უხერხულად ეჩვენოს, მაგრამ ეს ფაქტი ჩემს მოგონებას მწველად შემორჩა. მაშინ, სახოვნად შევიგრძენი ბოროტად ჩასაფრებულიშინაურისარსებობა

შემდეგ, სტუმრებთან ერთად კიდევ ორჯერ ვესტუმრე საგურამოს სახლ-მუზეუმს, მაგრამ რაც  ცნობილი მოღვაწე ანდრო ბედუკაძე დაინიშნა დირექტორად იქ მისვლა ვერ მოვახერხე... და აი რიგითი შემთხვევის წყალობით,  საშუალება მომეცა იქაურობას ისევ ვსტუმრებოდი.
დილით ჯემალ ჭელიძე  (ცნობილი მთარგმნელი) შემეხმიანა და მისეულიტაქტით” ჩამომაწოდა, ნიკოლოზ კენჭოშვილს (გამოჩენილი ინდოლოგი) სახლ-მუზეუმში არსებული ერთი ინდური ტექსტის გამო ანდროს ნახვა უნდა, წაყოლა მთხოვა და შენც ხომ არ დაგვემგზავრებოდიო. ვითარებას ალღო ავუღე, შორიახლო მყოფ ჩემს მეუღლეს გადავულაპარაკე, ”ბიჭებისაგურამოსკენ უნდა გავასეირნოთ მეთქი. საუბარში ჩვენი განაწესი ნაუცბათევად შევცვალეთ და შინ მყოფი ჩემი გოგონაც დავიმგზავრეთ. მალე ჩვენი ავტომობილით, რომლის საჭეს, ჩვეული ერთგულებით ჩემი მეუღლე ცირა გოგეშვილი (პოეტი და მეზღაპრე) მართავდა, რაღაც ორმოციოდე წუთის შემდეგ სასურველ მიდამოს მივუახლოვდით

სამწუხაროდ ანდრო ვერ ვიხილეთ, მაგრამ იქ მყოფმა მუზეუმის თანამშრომლებმა გულღიად მიგვიღეს.

სხვა დანარჩენს ჩემი ქალიშვილის მიერ გადაღებული ფოტოები გიამბობთ.

სახლ-მუზეუმი რა თქმა უნდა, ის აღარაა, რაც გასული საუკუნის ორმოცდაათიან თუ სამოციან წლებში გახლდათ (თავისებური პირვალნდელი ელფერის ფონზე). განახლებული უფრო საიმედოდ გამოიყურება. აშკარაა ანდრო ბედუკაძის თაოსნობით ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა... მუზეუმის თანამშრომელთა რუდუნებაც თავალსაჩინოა. 
მაგრამ ვითარებათა გამო, ვფიქრობ მოქალაქეთა მხრიდან ძველებური ინტერესი არ უნდა იგრძნობოდეს ეროვნული ღირებულებების მომცველ ღირსესანიშნაობით გამორჩეულ ადგილთა მიმართ...
უცხოელ ტურისტთა დაინტერესების მიზნით კი უფროამბიციურიპროგრამა უნდა არსებობდეს. (სხა თუ არაფერი, ესამბიციურობახომ თავზე საყრელად გაგავაჩნია…)

თუმც, ჯერ სასურველია, აქაურობის მონახულება საქართველოს ყოველი მხარის სკოლის მესვეურთა და მოსწავლეთა მოთხოვნილებად იქცეს

გულითადათ გამოვეთხოვეთ მასპინძლებს და მცხეთისკენ გავუხვიეთ. სუფრასთან გაირკვა, რომ ბატონი ნიკოს დაბადების დღე იყო.

გულითადათ გავიხარე და რა თქმა უნდა ავღნიშნე მისი ღვაწლი ქართულ-ინდურ ურთიერთობებში, მისი ნიჭი და მეცნიერული შემართება.

გზაში ძლიერი წვიმა წამოგვეწია, თუმც, წამოსაწევი რა ჰქონდა, ნიაღვარი წინ შემოგვეგებამაგრამდელეგაციის წევრებიმშვიდობიანად მივაბრძანეთ თავთავიანთ მისამართებზე


***












Followers

About Me

ჯანრი გოგეშვილი,_პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, ესეისტი, პუბლიცისტი… /Джанри Гогешвили, _ прозаик,поэт, драматург, эссеист, публицист.../ Janri Gogeshvili,_ prosaist, poet, playwright, essayist, publicist…/Tbilisi,Georgia