Friday, December 14, 2012

გულწრფელი ფიქრები თეატრზე/ Искренние мысли о театре / Sincere thoughts about theatre

”მწარე რეალობიდან” გატყუება...

საწყენია, რომ ქართულ ”თეატრებს” ეროვნული ცნობიერების აღორძინებისა და წარმოჩენის თვალსაზრისით, ძველებური შემართება აღარ მოსდევთ…
თავისებურად გადამღერებული ”მარადიული თემები” კი, ხშირად ”მწარე რეალობიდან” გატყუების საშუალებად ქცეულა



მიძღვნა გულმხურვალე თეატრალებს

თეატრი ერთობა, თეატრი გართობა,
ოცნების მზაობა, შეძრული სული,
მსოფლიო ელფერი და ყოფის რაობა,
უიღბლო ქველობა, სიცილი, ცრემლი...

თეატრი იგავი, თეატრი სწავლება,
არშიყში მოქილიკე იჭვი თუ ხრიკი,
ფიცი და ღალატი, მართალთა ზეობა,
თავნება სარკაზმი და ფიქრთა ნისლი...

სამშობლოს რაინდთა სიტყვა და ამაგი,
მჭექარე, ნაზი თუ საღვთო ხმები,
არტისტთა სავანე, ამბოხთა საფარი,
თეატრი ფერად სურვილთა მჩენი...     






 

















  ***
იშლება ფიქრები, და მიპყრობს იმედი: 
სცენაზე არ ჩაქრება ქართული სული!
თეატრი მხსნელია, თეატრი სივრცეა
ტყვედ მყოფი აზრის, ლაღი სურვილის

მაფიქრებს საჯარო მხილების მოძულება,
ტუჩის აბზუება ქვეყნის სატკივარზე,
ნათარგმნი ტექსტებით უშნოდ გატაცება,
და ფსევდო დარდი ქართულ პიესაზე
 
კლასიკოს ავტორთა შირმად აფარება,
ტინგიცი, მიბაძვით  ნათითხნი პოზები,
პრანჭიახედვებით  დედნის გამრუდება,
თავკერძთა ხილვებით ნაჩმახი სცენები

იშლება ფიქრები, და მიპყრობს იმედი: 
სცენაზე არ ჩაქრება ქართული სული!
თეატრი მხსნელია, თეატრი სივრცეა
ტყვედ მყოფი აზრის, ლაღი სურვილის

P.S. და ბოლოს, იმასაც გაგიმხელთ, რომ საქართველოში ნიჭიერი რეჟისორების ნაკლებობა ნამდვილად არ შეიმჩნევა, და არცმინიშნებულიდადგმებია ხელაღებით უინტერესო. მაგრამ, ვფიქრობ ქართულ თეატრალურ სინამდვილეში უცხოელ ავტორთა უპრაგონოდ გადაკეთება-გადმოკეთებამ ეროვნული დრამატურგიის განვითარებას საგრძნობი ზიანი მიაყენა.


გვაქვს თვალსაჩინო სპექტაკლები, გვაქვს ჩავარდნები, მაგრამ სპექტაკლები, რომელებიც ილია ჭავჭავაძის ნაუბარის "სცენა იგივე შკოლაა, რომელიც ცხოველის სურათებით ელაპარაკება კაცის გულსა და ჭკუასა. სცენა ხალხის მწვრთნელი, ხალხის გამზრდელი უნდა იყოს. ჩვენი თეატრი ჩვენი ეროვნების საჯარო ნიშანია." დედააზრს გამოხატავდეს, ნაკლებად



კეთილი სურველებით ჯანრი გოგეშვილი

Followers

About Me

ჯანრი გოგეშვილი,_პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, ესეისტი, პუბლიცისტი… /Джанри Гогешвили, _ прозаик,поэт, драматург, эссеист, публицист.../ Janri Gogeshvili,_ prosaist, poet, playwright, essayist, publicist…/Tbilisi,Georgia